Thursday, June 21, 2012

ეკოლოგიის განმარტება






სიტყვა "ეკოლოგია"  წარმოქმნილია ბერძნული სიტყვიდან "ოიკოს", რაც ნიშნავს საცხოვრებელ ადგილს. ეს ტერმინი შეიმუშავა  ჰეკელმა (სურათზე)(1866) მეცნიერების იმ დარგის განსასაზღვრავად, რომელიც შეისწავლის ორგანიზმებისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას.

სხვაგვარად, ეკოლოგია არის მეცნიერება ორგანიზმების შესახებ მათ "საკუთარ სახლში".

ინგლისელი ეკოლოგის ტენსლის (1935) მიხედვით, ეკოლოგია ფართო გაგებით, არის მცენარეთა და ცხოველთა ცხოვრების შესწავლა მათ ბუნებრივ ადგილსამყოფელში. ვინაიდან ეკოლოგია ძირითადად სწავლობს ორგანიზმთა ბიოლოგიასა და აგრეთვე ხმელეთს, ზღვებსა თუ მტკნარ წყლებში მიმდინარე ფუნქციურ პროცესებს, ამრიკელი ეკოლოგის ოდუმის (1975) აზრით, უფრო სწორი იქნება ამ დარგის განმარტება, როგორც მეცნიერებისა ბუნების სტრუქტურისა და ფუნქციის შესახებ. ხშირად ეკოლოგიას განმარტავენ როგორც გარემოს ბიოლოგიას.



ეკოლოგი სწავლობს არა მარტო ორგანიზმების ურთიერთობას გარემოსთან, არამედ თითოეული  სახეობისათვის ისტორიულად ჩამოყალიბებულ სპეციგიკუტ შეგიებებს, სპეციპიკურ სტრუქტურებსა და შიგასახეობრივ ურთიერთოებებს, აგრეთვე სხვადსხვა პირობებში ბუნებრივი გადასრჩევის შედეგად შექმნილ თანასაზოგადოებებს. შესაბამისად, როგორც ამერიკელი ეკოლოგი პიანკა (1981) აღნიშნავს, მიზანშეწონილია ეკოლოგიური პრობლემები განვიხილოთ ევოლუციურ ასპექტში, ხოლო ევოლუციური პრობლემები კი ეკოლოგიის თვალსაზრისით.






გამოყენებული ლიტერატირა:/:http://geoekologia.com

ვიდეო-მასალა




გამოყენებული ლიტერატურა: youtube.

Monday, June 11, 2012

პირადი ინფორმაცია


    1. ნათია ჩოგოვაძე
    2. natela.chogovadze.1@iliauni.edu.ge
    3.  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
    4.  ეკოლოგიური წიგნიერება
    5. https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/natia-chogovadze/

ბიოტური და აბიოტური ფაქტორები

თუ გაინტერესებთ დააჭირეთ  და გაეცანით წიგნს


გამოყენებული ლიტერატურა:http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/001023/bukia.pdf

ბიოსფერო




ბიოსფერო

(biosfero)


ბიოსფერო (ინგ. biosphere,ბერძ. bios სიცოცხლე და sphaira სფერო) – არის დედამიწის თხელი ფენა, სადაც არსებობს და ვითარდება სიცოცხლე. ტერმინი "ბიოსფერო" პირველად გამოჩენილმა ფრანგმა ნატურალისტმა ჟან ბატისტ ლამარკმა გამოიყენა, ხოლო მწყობრი სწავლება ბიოსფეროს შესახებ მხოლოდ მე–20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. მისი ავტორია რუსი მეცნიერი ვლადიმერ ვერნადსკი.
თანამედროვე ბიოსფერო მოიცავს ლითოსფეროს, ანუ დედამიწის ქერქს;ჰიდროსფეროს ანუ დედამიწის წყლიან გარსს და ატმოსფეროს ანუ პლანეტის აიროვან გარსს.
ბიოსფეროს ზედა საზღვარი ზღვის დონიდან დაახლოებით 6 კილომეტრს აღწევს. ამ სიმაღლეზე ჯერ კიდევ შეუძლიათ არსებობა ქლოროფილის შემცველ მცენარეებს. ბიოსფეროს ქვედა საზღვარი ვრცელდება 2–3 კმ სიღრმეზე ხმელეთის პირობებში და 1–2 კმ–ის სიღრმეზე ოკეანის ფსკერიდან.
ბიოსფეროს ერთ–ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა ნივთიერების წრებრუნვა მის ცოცხალ და არაცოცხალ ნაწილებს შორის . ამ პროცესს მნიშვნელოვანი ენერგია ესაჭიროება . ამ ენერგიის წყაროა მზე.
მზის ენერგია ნივთიერებათა ორ წრებრუნვას უზრუნველყოფს – დიდს, ანუ გეოლოგიურს და მცირეს, ანუ ბიოლოგიურს. დიდი წრებრუნვის მაგალითია წყლის მიმოქცევა, რომელიც გულისხმობს დედამიწის ზედაპირიდან წყლის აორთქლებას და მის დედამიწაზე დაბრუნებას ნალექის სახით. ოკეანიდან მეტი წყალი ორთქლდება, ვიდრე ბრუნდება. ხმელეთზე პირიქით, მეტი ნალექი გამოიყოფა, რომლის ნაწილი მდინარეებში, იქიდან კი ოკეანეებში ჩაედიენება.
ცოცხალი ორგანიზმის გაჩენასთან ერთად, დიდ ანუ გეოლოგიური წრებრუნვის წიაღში ჩაისახა მცირე, ანუ ბიოლოგიური წრებრუნვა. ბიოლოგიური წრებრუნვისათვის დამახასიათებელია ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა და დაშლა. ეს პროცესი ხორციელდება ქიმიური ელემენტების მიმოცვლით ცოცხალ ორგანიზმებს შორის.



.
 გამოყენებული ლიტერატურა:http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D

 

დედამიწის დღე

22 აპრილი, დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.საქართველოში ბევრმა არ იცის, თუ რა არის 22 აპრილი და როგორ აღინიშნება ის ჩვენს ქვეყანაში. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება. დედამიწას ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება რაც დრო გადის, ადამიანები უკვე ვეღარ ამბობენ უარს ელექტრო ენარგიაზე, გაზზე,პოლიეთილენზე, საწვავაზე და სხვა მრავალზე. ადამიანები ეხლა მიხვდნენ , რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ, აკეთებენ აქციებს, ვნახოთ იქნებ რამით შევაჩეროთ ის უზარმაზარი კატასტროფა რის წინაშეც ვდგავართ. მაგრამ რა ემუქრება ესეთი დედმიწას?? ამაზე ერთი სიტყით გიპასუხებთ,-განადგურება.


ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობსსაქართველოში ბევრმა არ იცის, თუ რა არის 22 აპრილი და როგორ აღინიშნება ის ჩვენს ქვეყანაში. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება. დედამიწას ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება რაც დრო გადის, ადამიანები უკვე ვეღარ ამბობენ უარს ელექტრო ენარგიაზე, გაზზე,პოლიეთილენზე, საწვავაზე და სხვა მრავალზე. ადამიანები ეხლა მიხვდნენ , რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ, აკეთებენ აქციებს, ვნახოთ იქნებ რამით შევაჩეროთ ის უზარმაზარი კატასტროფა რის წინაშეც ვდგავართ. მაგრამ რა ემუქრება ესეთი დედმიწას?? ამაზე ერთი სიტყით გიპასუხებთ,-განადგურება.

თუმცა რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები?
ერთადერთი გზა, რითაც დედამიწის მოვლა შეგვიძლია, არის გარემოს დაცვა. უნდა შევეცადოთ, შევზღუდოთ ისეთი მოქმედებები, რითაც ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას. ჩემი რჩევა იქნება, რაციონალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები, ნაკლებად დავაზიანოთ ბუნება და მოვუფრთხილდეთ დედამიწას ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის. ვიყოთ ოპტიმიტები, ვიბრძოლოთ დედამიწისთვის.









გამოყენებული ლიტერატურა:http://world.350.org/georgia/2011/04/22

მიწისძვრა

 
ფილაქანთა თეორიამ ანუ გლობალური ტექტონიკის თეორიამ მთლიანობაში ამომწურავად ახსნა მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები. ფილაქანთა თეორიის მიხედვით ლითოსფერო შედგება რამდენიმე დიდი ფილაქნისაგან და ეს ლითოსფერული ფილაქნები მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ. ჩვეულებრივ გამოყოფენ 6 დიდ, კონტინენტური ზომის, ფილაქანს: აფრიკის, ამერიკის, ანტარტიკის, ავსტრალია-ინდოეთის, ევრაზიის და წყნარი ოკეანის, და 14 შედარებით მცირე სუბკონტინენტური ზომის ფილაქანს: ფილიპინების, კარიბის, არაბეთის და ა. შ. ლითოსფერული ფილაქნები მოძრაობენ შედარებით ბლანტ ასთენოსფეროზე. დიდი ფილაქნების საზღვრებზე მრავალი პატარა მიკროფილაქანი იქმნება. ფილაქნების ურთიერთ მოძრაობა იწვევს ფილაქანთა შორის მოთავსებული შედარებით ვიწრო სასაზღვრო ზოლის დეფორმაციას. დეფორმაციის გამო ხდება დაძაბულობის დაგროვება, ეს დაძაბულობა შეიძლება განიმუხტოს უეცრად (სეისმურად) ან ნელა (ასეისმურად). იმის გამო. რომ დეფორმაცია ძირითადად ფილაქნების საზღვრებზე ხდება, მიწისძვრების უმეტესობაც ამ საზღვრებთანაა კონცენტრირებული.


გამოყენებული ლიტერატურა:http://forum.ge